27 აპრილი 2024,   21:18
ვრცლად
თავდასხმა უკრაინულ არხზე - სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად ახალი დეტალები გაირკვა

უკრაინულ არხზე თავდასხმა ორმა დაუდგენელმა პირმა მოაწყო. ახალი დეტალები სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად გაირკვა. კადრები მედიაში გავრცელდა. ვიდეომასალაში უშუალოდ აფეთქების მომენტია ასახული.

„112 უკრაინას” შენობას დაუდგენელმა პირებმა ხელყუმბარა გამთენიისას ესროლეს. სამართალდამცველებმა თავდასხმა ტერაქტად შეაფასეს. გამოძიებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს. დანაშაულის მოტივზე გამოძიება არ საუბრობს.

ტელეარხის ხელმძღვანელობა კი მომხდარში რადიკალურ ჯგუფებს ადანაშაულებს, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს ესხმიან.

"112 უკრაინას" გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ზელენსკის ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, რომ უკრაინაში მედიის წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ დაუშვას. არხის დირექტორმა მხარდაჭერისთვის დიდ შვიდეულსაც მიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები