07 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
აშშ-მ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მოჰამად ჯავად ზარიფი წლების განმავლობაში საერთაშორისო არენაზე ირანის რეჟიმს წარმოადგენდა და მისი საზიანო საქმიანობის თანამონაწილეა.

სანქციები შეერთებულ შტატებში მინისტრის ყველა აქტივების ბლოკირება გულისხმობს. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო ასევე უფლებას იტოვებს შავ სიაში შეიყვანოს ის პირებიც, რომლებსაც ზარიფთან გარკვეული ბიზნეს ურთიერთობები აკავშირებს.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკვე განაცხადა, რომ ამერიკის სანქციები მას ზიანს ვერ მიაყენებს.

დღის ამბები