07 მაისი 2024,   15:13
ვრცლად
საპროტესტო აქციები მოსკოვში - საფრანგეთი რუსეთს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საპროტესტო აქციები რუსეთში - მოსკოვში მასობრივ დაკავებებს ამჯერადაც საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საფრანგეთი სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების და აქციის მონაწილეების დაპატიმრების ფაქტებს გმობს. ოფიციალური პარიზი რუსეთის ხელისუფლებას დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის დროს დაკავებულებს გათავისუფლებას ითხოვს ევროკავშირიც და ყურადღებას ოპოზიციის წარმომადგენლების გაჩუმების მცდელობაზე ამახვილებს.

ეუთოსა და ევროსაბჭოში აღებული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს რუსეთისგან ოფიციალური ლონდონიც. "მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების კონცეფციას" - წერია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, მოსკოვში აქციაზე 1001 ადამიანი დააკავეს. დაშავდა 18 მომიტინგე.

ამავე თემაზე
დღის ამბები