07 მაისი 2024,   15:53
ვრცლად
კახი კალაძემ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გზის საფარის განახლება საკუთარი ხარჯებით მოსთხოვა

თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გზის საფარის განახლება საკუთარი ხარჯებით მოსთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მერიამ სამუშაოების პირველი ეტაპი ჩაიბარა, დღეს "დაგი ქონსთრაქშენს" დაგებული ასფალტის საფარის ხარისხი დაუწუნა ვიცე-მერმაც.

დედაქალაქის მთავრობის კრიტიკა გაუგებარი აღმოჩნდა "დაგი ქონსთრაქშენისთვის". კომპანიაში აცხადებენ, რომ გზის ზედაპირთან დაკავშირებით თბილისის განვითარების ფონდმა შენიშვნები მათ 15 დეკემბერს მისცა, რის შემდეგაც კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა.

"დაგი ქონსთრაქშენის" პროექტის მენეჯერი "რუსთავი 2-თან" საუბარში განმარტავს, რომ შენიშვნები გზის საფარის დახრის კუთხეს ეხებოდა, რაც ამ ეტაპზე პრობლემას აღარ წარმოადგენს.

კალაძის განცხადებას ცინიკურს უწოდებენ დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები.

ოპონენტები თბილისში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პასუხისმგებლობას მერს აკისრებენ.

ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდის რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის მერიამ ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დახარჯა.

სამუშაოების პირველი ეტაპი 9 დეკემბერს დასრულდა. პროექტის საბოლოოდ დასრულების ვადა კი 31 დეკემბერს იწურება.

დღის ამბები