09 მაისი 2024,   15:14
ვრცლად
"შეცვალეს" წევრებს პარლამენტთან განთავსებულ ჯებირებზე 20 ივნისს დაზარალებულების ფოტოების გაკვრის უფლებას არ აძლევენ

სამართალდამცავები სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებს პარლამენტის შენობის წინ განთავლებულ ჯებირებზე, 20-21 ივნისის ღამეს დაზარალებულების ფოტოების გაკვრის უფლებას არ აძლევენ.

"შეცვალეს" წევრების განმარტებით, სამართალდამცავები მათ გამოხატვის თავისუფლებას უკანონოდ უზღუდავენ.

რუსთაველის გამზირზე მოვლენები ღამით დაიძაბა. სამართალდამცველებმა პარლამენტთან კარვების დაშლა დაიწყეს, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი, დაპირისპირება და შემდეგ უკვე მათი დაკავება მოჰყვა.

მერიის სამსახურების გამოჩენას პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ. პროტესტი კარვების ატრაქციონებით ჩანაცვლებას მოჰყვა.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ შეკრებილი აქტივისტები უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მომხდარზე ახსნა-განმარტება მოითხოვეს.

მალევე პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ და დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება ადგილზე გააპროტესტეს. პარლამენტის შენობის წინ საახალწლო დეკორაციების დადგმას სამოქალაქო აქტივისტების დაკავებაც მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა 9 პირი აიყვანეს. ისინი პოლიციამ ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

აქცია პარლამენტის შენობის წინ ისევ გრძელდება. მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც მოკლული შვილის საქმის გამოძიებას წლებია ითხოვს, საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, დღეს პარლამენტთან ბავშვები არ გაიყვანონ.

 

 

დღის ამბები