08 მაისი 2024,   15:53
ვრცლად
ნეპალში ზვავი ჩამოწვა - 7 ადამიანს მაშველების ჯგუფი და სამხედრო ვერტმფრენი ეძებს

ზვავი ნეპალში. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ანაპურნას მთაზე ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა. უამინდობის გამო ერთი კვირის წინ თოვლში დაკარგული 7 ადამიანის სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყდა.

დაკარგულებს შორის სამხრეთ კორეის 4 მოქალაქე და 3 ნეპალელი გიდია.

მათ მოსაძებნად რამდენიმე დღეა მაშველების ჯგუფი და სამხედრო ვერტმფრენი მუშაობს.

ქვეყანაში დამატებითი ძალები გაგზავნა ოფიციალურმა სეულმაც. ნეპალის მთავრობის განცხადებით, სამძებრო ოპერაცია ამინდის გაუმჯობესების შემდეგ განახლდება.

დღის ამბები