07 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
"აშშ-ში თავის რეპუტაციას არავინ ასე არ დაამცრობს, რომ გუშინ ერთი თქვა და დღეს მეორე" - გიგი წერეთელი კრიტიკაზე

გიგი წერეთელი  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. წერეთელმა შეხვედრები გამართა იმ ამერიკელ პოლიტიკოსებთან, რომელთაც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შენიშვნები ჰქონდათ. წერეთლის თქმით,  პარტნიორების მოლოდინია, რომ "ქართული ოცნების" გუნდმა გაიზიაროს ყველა ის რეკომენდაცია და რჩევა, რომელიც იყო ვაშინგტონიდან თბილისში გამოგზავნილ წერილებში. როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორები განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებიან საარჩევნო წელს და საარჩევნო სისტემას:

"ძალიან მიამიტური შეხედულებაა თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ აქ ინფორმაციას აწვდიან ოპოზიციონერები ან ცალკეული ინდივიდები თბილისიდან, აქ უზარმაზარი ინფორმაცია მოდის ინსტიტუტებიდან, საელჩოებიდან და ა.შ.

როდესაც კრიტიკაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, აქ თავის რეპუტაციას არავინ ასე არ დაამცრობს, რომ გუშინ ერთი თქვა და დღეს მეორე. ისინი არიან საქართველოს მეგობრები, მხარდამჭერები და ამიტომ აკრიტიკებენ,"- განაცხადა გიგი წერეთელმა.

დღის ამბები