08 მაისი 2024,   02:43
ვრცლად
საეჭვო სიმპტომების მქონე ცხრა ბრალდებულიდან ერთს ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა - პენიტენციური სამსახური

ერთი კვირაა, რაც ე.წ. მიმღებ ციხეებში, ანუ იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ახალი ბრალდებულების მიღება ხდება (N5-ქალთა, N8 - გლდანის საპატიმრო და N2 - ქუთაისის საპატიმრო), ბრალდებულთა სამედიცინო შემოწმება პენიტენციური დაწესებულებების შენობის გარეთ, სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ხორციელდება.- ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით,  თუ ბრალდებულს არანაირი სიმპტომატიკა არ აღენიშნება, ამასთან, არც თავად და არც მის ახლობლებს უახლოეს წარსულში უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს, მაშინ იგი პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. საკარანტინო ზონაში თავსდება, სადაც 21 დღეს გაატარებს.

"თუკი ბრალდებულს რაიმე საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა, იგი პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება და შემდგომი დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაჰყავთ.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე, საეჭვო სიმპტომების მქონე ბრალდებულის ოდენობა, რომელიც საპატიმროში არ იქნა დაშვებული, არის 9. მათგან, ყველაზე საეჭვოს უკვე ჩაუტარდა ტესტი და კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მთავრობის უწყებათშორისი საკოორდონაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას განაგრძობს."-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები