27 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ფესტივალი "არლეკინი" გაიხსნა

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ფესტივალი "არლეკინი" გაიხსნა.

მოწვეული სტუმრებისთვის ხელოვნების სასახლეში გაიმართა საზეიმო მიღება, რომლის ფარგლებშიც, შვიდი ქვეყნის შვიდი უმაღლესი თეატრალური სკოლის რექტორს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ღონისძიებას კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, რეჟისორები და თეატრალური სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფესტივალს საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა და, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ყოველწლიურად, 27 მარტს იმართება.

დღის ამბები