27 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ლევან შენგელიას რამდენიმე კვირა გაუცდება - რა კონკრეტულ ტრავმაზე საუბრობს ეროვნული ნაკრების ექიმი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ლევან შენგელიას კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობა აქვს და რამდენიმე კვირა გაუცდება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმმა დავით ხარაბაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრავმა საგანგაშო არ არის და შენგელია ევროპის ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას და ფორმაში შესვლას მოასწრებს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმას, გაირკვა, რომ რეგულარულად მიღებული მძიმე დატვირთვებიდან გამომდინარე კუნთის დაჭიმულობამ იჩინა თავი.

დღის ამბები