01 მაისი 2024,   08:22
ვრცლად
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ რას-ალ-ხაიმაში დაღუპულია 70 წლის მამაკაცი, რომლის მანქანაც წყალმა წაიღო.

ქვეყანა ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ წყალდიდობას ამ დრომდე ებრძვის. დატბორილია ქუჩები, წაქცეულია პალმები, ჩამონგრეულია შენობების ფასადები.

დუბაიში მხოლოდ გუშინ, 300-მდე რეისი გაუქმდა, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და დაიხურა სკოლები. ბოლო რამდენიმე დღეა სტიქია მძვინვარებს ომანშიც, სადაც მსხვერპლის რაოდენობა უკვე 19-მდე გაიზარდა.

დღის ამბები