27 აპრილი 2024,   17:20
ვრცლად
მან თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით მასზე თავდასხმა - ელისო კილაძე გელა ხვედელიძეზე საუბრობს

ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, გელა ხვედელიძე გამოძიებას უფრო ვრცელ ჩვენებას საავადმყოფოდან გაწერის შემდგომ მისცემს.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციამ დღეს საავადმყოფოში დაკითხა.

ელისო კილაძე ამბობს, რომ შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს პირადი მტრები არ ჰყავს და გელა ხვედელიძე გამორიცხავს, რომ მასზე თავდასხმა რაიმე სახის პირად უთანხმოებას უკავშირდებოდეს.

„მან თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით მასზე თავდასხმა, ის ეთანხმება ჩემს ვერსიას, რომ ამის უკან დგას კონკრეტული თანამდებობის პირი. თუ გავყვებით იმ ვერსიას, რასაც გელა ხვედელიძე საუბრობს, რომ ესენი იყვნენ სავარაუდოდ მოჭიდავეები, მოჭიდავეების შეფი გახლავთ გიორგი კევლიშვილი, ეს არის იოსებ გოგაშვილის ნათესავი და ახლო მეგობარი,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები