07 მაისი 2024,   15:04
ვრცლად
პეტერბურგის მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს პაატა ბურჭულაძე უხელმძღვანელებს

რუსეთის ფედერაციის, ქალაქ სანკტ პეტერბურგის მიხაილოვის სახელობის საოპერო დასს ქართველი ბანი, პაატა ბურჭულაძე უხელმძღვანელბს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, პაატა ბურჭულაძეს დასს 18 აპრილს წარუდგენენ, 2017 წლის 1 ივლისიდან კი ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგება.

გამოცემა რია ნოვოსტის ცნობით, პაატა ბურჭულაძე სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დაკავების გარდა, თავადაც მიიღებს მონაწილეობას სპექტაკლებში, როგორც ვოკალისტი.

დღის ამბები