07 მაისი 2024,   23:03
ვრცლად
ექსპერტების თქმით, "ინტერ რაოსა" და ენერგეტიკის სამინისტროს შორის სასამართლოში დავა შესაძლოა, ტარიფებზე აისახოს

ექსპერტები ინტერ რაოსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის დავას აფასებენ. ინტერ რაოს ნიდერლანდური სტრუქტურები, ლარის გაუფასურების გამო, საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვენ. მათ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ექსპერტების თქმით, თუ საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა, ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა მოუწევს. მათი თქმით, ეს მომავალში სამომხმარებლო ტარიფზე აისახება. ექსპერტმა პაატა ცინცაძემ აღნიშნა, რომ არბიტრაჟამდე საქმე არ უნდა მივიდეს.

„არბიტრაჟამდე საქმე არ უნდა მივიდეს იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ თელასმა სწორად გააკეთა გათვლები და მას მართლა ეკუთვნის, მაშინ ეს მას უნდა აუნაზღაურდეს,“ - განაცხადადა პაატა ცინცაძემ.

ექპერტ დავით ებრალიძის თქმით, ეიეს თელასმა კორპორაციამ სუფთა აქტივები მიჰყიდა ინტერ რაოს.

„როდესაც ინტერ რაომ იყიდა ეიეს კორპორაციისგან თელასი, მაშინვე დაფიქსირდა, რომ ინტერ რაომ გადაიხადა მხოლოდ 23 მილიონი დოლარი, ხოლო ინვესტიციები, რომელიც ტარიფში იყო ასახული, ეს იყო დაახლოებით 200 მილიონზე მეტი, რომელიც საერთოდ არ ეკუთნოდა ინტერ რაოს. ეს იყო ეი ეს კორპორაციის ინვესტიციები. ეი ეს კორპორაციამ ეს ინვესტიციები ზარალში გაუშვა, ჩამოწერა და სუფთა აქტივები მიჰყიდა ინტერ რაოს,“ - აცხადებს დავით ებრალიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები