27 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
ღოღობერიძისთვის საპროცესო გარიგების შეთავაზება - ადვოკატი ბრალდებულის გამოკითხვას ითხოვს

11-12 მარტს ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულის, მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, პროკურატურა მას საპროცესო გარიგების სთავაზობს. ითხოვდა თუ არა საგამოძიებო უწყება ამ შეთანხმების სანაცვლოდ კონკრეტული პირების დასახელებას - საკითხს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, ციალა ქათამაძე აცხადებს, რომ მერაბ ღოღობერიძე გარკვეულ შეთავაზებებზე საუბრობს, რომლებმაც ბათუმის მოვლენებზე მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების შედეგებზე შესაძლოა, გავლენა იქონიოს.

„მისი განცხადებით, გარკვეული ტიპის საპროცესო გარიგებასთან მიმართებაში ესაუბრნენ,“ - აცხადებს ციალა ქათამაძე.

ამ საკითხზე ინფორმაციას მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი, პაატა შავაძეც ფლობს და ბრალდებულის გამოკითხვას ითხოვს. თუმცა, ის დეტალებზე არ საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ღოღობერიძეს პროკურატურა საპროცესო გარიგებას, ერთ-ერთი ძალოვანი უწყების, კონკრეტულ პირებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად სთავაზობს.

„მე რაც მაქვს ინფორმაცია, არის ძალიან ამაზრზენი, ძალიან არასახარბიელო და ამ მოცემულობაში აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ეს უნდა გახდეს უმკაცრესი მსჯელობის საგანი,“ - განაცხადა პაატა შავაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები