08 მაისი 2024,   11:31
ვრცლად
"ზოგიერთები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებსაც არც წაუკითხავთ საბჭოს განცხადება" - ევა გოცირიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივის განსახილველად საჯარო დისკუსიებს იწყებს. შეხვედრები იგეგმება საერთშორისო სპეციალისტებთან, სამოქალაქო სექტორთან, მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ომბუდსმენის აპარატთან.

„მთავარია, რომ ჩვენ მოვიწვიოთ ევროპელი ექსპერტები, რომლებიც გაგვაცნობენ თავიანთი ქვეყნების პრაქტიკას და გამოცდილებას სასამართლოს დასაშვები კრიტიკის ფარგლებზე და განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტების თაობაზე,“ - აცხადებს ევა გოცირიძე.

ევა გოცირიძის თქმით, მათი ინიციატივა საზოგადოებამ არასწორად გაიგო და საჭიროა მისი დეტალური გაცნობა.

„ზოგიერთები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებსაც ვფიქრობ, არც წაუკითხავთ ჩვენი საბჭოს განცხადება და რაღაც ყურმოკვრით აცხადებენ რაღაცეებს,“ - აღნიშნავს სატელეფონო საუბარში ევა გოცირიძე. 

დღის ამბები