09 მაისი 2024,   03:47
ვრცლად
საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება

ევროკავშირთან საფინანსო შეთანხმება გაფორმებულია. ტექნიკური დახმარების პროგრამას ხელი მოეწერა. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისრის და საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება.

”შეხვედრისას ევრო კომისარს გავუზიარეთ საქართველოს მოლოდინები წელს 24 ნოემბერს, ქალას ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი აზრით, უნდა იყოს მომავლის ხედვაზე ორიენტირებული და ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირთან ურთიერთობების გამტკიცებას. დღეს ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ევროკავშირი გამოყოფს 32 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ასოცირების შეთანხების განხორციელების მხარდასაჭერად. ევროკომისიასთან ერთად, ჩვენ ასევე ვგეგმავთ საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნას“ - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.    

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისრის იოჰანეს ჰანის თქმით, საქართველომ შესანიშნავი ნაბიჯები გადადგა ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად.

“რეფორმები უნდა გაგრძელდეს, ეს იქნება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომ ნახოს სარგებელი უვიზო მიმოსვლით და ასევე რეფორმებით. საქართველომ შესანიშნავი ნაბიჯები გადადგა ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად და კვალავ განაგრძობს ამ პროცესს. დღეს ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმაზე და მოვუწოდებ პრემიერს, იმუშაოს საზოგადოებასთან და კონსულტაციები ჩაატაროს. ვისაუბრეთ ევროპული სკოლის გახსნაზე, ეს იქნება პირველი სკოლა და ხელს შეიწყობს ევროპული კულტურის უკეთ გაცნობას,“ - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

დღის ამბები