27 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა ხმაურით მიმდინარეობს. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე დაპირისპირების მიზეზი საარჩევნო სისტემაა. ოპოზიცია გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნებას აპროტესტებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე, შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას მუსოლინის სისტემას ადარებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძემ კი უპასუხა, რომ მუსოლინთან ძალიან ბევრი ცუდი რამ ასოცირდება, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევა, სასამართლოს და მედიის მონოპოლია, რაც მმართველი გუნდისთვის არ არის დამახასიათებელი.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი გაზის ტარიფის გაძვირებაზე გაამახვილა ყურადღება და მმართველი გუნდი „უპასუხისმგებლობასა და დემაგოგიაში“ დაადანაშაულა.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაამატა, რომ ქართული ოცნება კონსტიტუციას თავის თავზე არ ირგებს.

ირაკლი კობახიძე კი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება და მათ მიერ შემოთავაზებული ხმების განაწილების სისტემის პოზიტიურად შეფასებას მოელის. 

დღის ამბები