27 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
ქვეყანაში მიმდინარე პროცესები - EPP-ის წევრები ენმ-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ევროპის სახალო პარტიის წარმომადგენლები დილიდან მართავენ შეხვედრებს ოპოზიციურ პარტიებთან. პირველი შეხვედრა ნაციონალური მოძარობის წამროამდგენლებთან გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ნაციონალური  მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის წევრია. ჩვენ ჩამოვედით თბილისში, რათა მათთან ერთად განვიხილოთ მიმდინარე პოლიტიკური ვითარება, ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. შემიძლია, გითხრათ, რომ EPP-ის მთავარი წუხილი საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება. საქართველო წარმატებული მაგალითია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, ახლა უკვე უვიზოდ მიმოსვლის და კონსტიტუციის ასეთი დრამატული ცვლილება ხელს უშლის ამ გზას. ჩვენ ასევე აქ ვართ მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლების დასაცავად. ვიცით ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხისა და ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად,“ - განაცხადა ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა პაულო რანიელმა. 

შეხვედრის შესახებ განცხადებები გააკეთა ნაციონალურ მოძრაობაში. ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, განაცხადა, რომ ბევრი კითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის განახლებული ნაციონალური მოძრაობის გეგმები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი, ამბობს, რომ გააცნეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო.

დღის ამბები