07 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
ეს კიდევ ერთი ნიშანი იყო, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, - იან კელი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტს აფასებს

ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ამერიკაში საქართველოს პრემიერის ვიზიტს აფასებს. იგი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში უმაღლეს დონეზე მიიღეს, რაც ამერიკის საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო. 

„ფანტასტიკური ვიზიტი იყო. პრემიერ-მინისტრი საქართველოს ბრწყინვალე დამცველი იყო. მან ილაპარაკა როგორი ღიაა საქართველო ბიზნესისთვის. ის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის უმაღლეს დონეზე მიიღეს, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, კაბინეტის სამი მდივნის ჩათვლით. ასევე იყვნენ ძალიან მნიშვნელოვანი სენატორები, რაც კიდევ ერთი ნიშანი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისი რეფორმების გატარების გზაზე. ეს ასევე იყო აღიარება, რომ საქართველოს ძალიან რთული სამეზობლო აქვს და ჩვენ მის გვერდით ვდგავართ,“ - განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი დელეგაციასთან ერთად ამერიკაში სამ-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. პრემიერი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, სენატორებს და სხვა ოფიციალურ პირებს.

დღის ამბები