08 მაისი 2024,   03:34
ვრცლად
ნატოს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება - ირაკლი კობახიძე

საქართველო მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობს. დამოუკიდებლობის დღეს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება. მანამდე კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, საქართველოს პარალამენტის თავმჯდორმე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
პრესკონფერენციას მართავენ. 

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სიმბოლურია, რომ ასამბლეა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იმართება. 

"ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასამბლეის სესია ტარდება საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელიც ნატოს გადაწყვეტილებით, აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენ ვართ მოხარული, რომ მას მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან შედგება. ნატო და საქართველო უკვე დიდი ხანია მხარდამხარ იბრძვიან გლობალური უსაფრთხოებისათვის და მშვიდობისთვის და ალიანსთან ურთიერთობას უკვე მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოსთვის. ნატოს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

დღის ამბები