08 მაისი 2024,   01:40
ვრცლად
რუსული ჰუმანიტარული მისია საქართველოში - ოპოზიცია ხელისუფლებას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს

რუსეთის ჰუმანიტარული მისიის დირექტორი, ევგენი პრიმაკოვი, კურიერთან ადასტურებს, რომ რუსული ჰუმანიტარულ ორგანიზაციას საქართველოში შემოსვლას გადაწყვეტილი აქვს.

ევგენი პრიმაკოვი გეგმავს, რომ საქართველოში დიალოგი აწარმოოს და განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროსთვის განკუთვნილი პროექტები განახორციელოს. თუმცა, პრიმაკოვი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს ვისთან აწარმოებს დიალოგს საქართველოში.

პრიმაკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამომავლო საქმიანობაში პრობლემები არ შეექმნება. საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, კი რუსულ ჰუმანიტარულ მისიასთან კავშირს უარყოფს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის, თქმით, ხელისუფლება რუსეთის რბილი ძალის საფრთხეებს არასათანადოდ უმკლავდება. ოპოზიციას მიაჩნია, რომ რუსული რბილი ძალა საქართველოში ხელისუფლების მხრადაჭერით ძლიერდება. 

კრემლის გავლენის ინდექსი საქართველოში ახლი კვლევით გაზომეს. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ კრემლის გავლენა საქართველოში უნგრეთს შემდეგ ყველაზე მარტივად აღწევს. კვლევაში აღნიშულია, რომ რუსთავი 2-ს ქვეყნაში ყველაზე მკვეთრად გამოხატული პროდასავლური კურსი აქვს.

ანალიტიკოსების აზრით, კვლევა აჩვენებს, რომ რუსეთი საქართველოში რბილი ძალის ყველა იარაღის გამოყენებას ცდილობს, რაც ხელისუფლებისგან კურსის მკვეთრად განსაზღვრის აუცილებლობაზე მეტყველებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები