07 მაისი 2024,   20:33
ვრცლად
3%-ს თუ ვერ გადალახავენ, მაშინ უნდა წავიდნენ დასასვენებლად - ნუკრი ქანთარია საარჩევნო ბარიერზე საუბრობს

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ. რიგგარეშე სესია ცოტა ხნის წინ დაიწყო.

კრიტიკის მთავარი მიზეზი კვლავ საარჩევნო სისტემაა. ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ასახელებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კი მაჟორიტარული არჩევნების შენარჩუნების მიზეზებს განმარტავენ და ამბობენ, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში კონსესუსი მიღწევა ვერ მოხერხდა. მათივე თქმით, სისტემის გასაჯანსაღებლად კი უმრავლესობამ  ბარიერის 3%-მდე დაწევა გადაწყვიტა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 3%-ანი საარჩევნო ბარიერით სხვა პარტიებსაც მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის შანსი, გამარჯვების შესაძლოა არა, მაგრამ გარკვეული მანდატების შესაძლებლობა.

"მე კარგად მესმის რატომ არის გაღიზიანებული ის ოპოზიციური პარტია, რომელიც არის ახლა პარლამენტში, მათ არ სურთ რომ სხვა ოპოზიციური პარტიები იყვნენ კონკურენტულ რეჟიმში მომდევნო არჩევნებში,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ ლიდერი ნუკრი ქანთარია კი შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას იდეალურ გადაწყვეტილებად არ აფასებს, თუმცა ქანთარია ამბობს, რომ ბარიერის დაწევა პოლიტიკური პარტიებისთვის პარლამენტში მოხვედრის შანსს გაზრდის.

„რომ გითხრათ რომ ეს იდეალური რამეა და ამისკენ ვილტვოდით რა თქმა უნდა ეს არ არის, მაგრამ საბოლოოდ ის, რომ 24 წელში იქნება, მანამდე 3%-მდე ჩამოვა და პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ მოამზადონ თავიანთი სტრუქტურა, შიგნითაც გარკვეულად გაძლიერდნენ, ახლა 3%-ს თუ ვერ გადალახავენ, მაშინ უნდა წავიდნენ დასასვენებლად,“-აცხადებს ნუკრი ქანთარია.

დღის ამბები