08 მაისი 2024,   17:01
ვრცლად
3 ვეტო - მმართველი გუნდის კრიტიკა პრეზიდენტს და ოპოზიციის ბრალდებები "ქართულ ოცნებას"

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. მმართველი გუნდი პრეზიდენტის სამი ვეტოს დაძლევას აპირებს, რომელიც მან საარჩევნო და თვითმმართველობის კოდექსებში შესატან ცვლილებებს დაადო.

საპარლამენტო უმრავლესობამ გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა კოდექსებს ვეტო პოლიტიკური მოტივით დაადო.

„ვეტო, რომელიც წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან კონსტიტუციურ ინსტრუმენტს პრეზიდენტის ხელში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაიქცა. მისი მიზანია, არა კონკრეტულ კანონპროექტთან მიმართებაში მოტივირებული შენიშვნების საბოლოო მიწოდება საზოგადოებისთვის, არამედ რაღაც გარკვეული პოლიტიკური ბრძოლა სამომავლო პოლიტიკურ სარბიელზე,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციამ კი, უმრავლესობა მათ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, მწვავედ გააკრიტიკა.

„ეს დამოკიდებულება, რომ მუდმივად კიცხავთ და ლანძღავთ პრეზიდენტს, ძალიან არასერიოზული და არასახელმწიფოებრივია. მაინტერესებს, რა არის კონკრეტულად წინ გადადგმული ნაბიჯი, ის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს აღარ ექნება არანაირი ნდობა, მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას აღარ ექნება ნდობა თუ ის, რომ მოქალაქეებს ართმევთ იმის შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელების პირობებში,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ. 

დღის ამბები