07 მაისი 2024,   16:39
ვრცლად
"არა კოჰაბიტაციას" - პარლამენტთან "პროგრესულ-დემოკრატიული" მოძრაობის აქცია გაიმართა

"არა კოჰაბიტაციას" - ამ მოწოდებით პარლამენტის წინ "პროგრესულ-დემოკრატიული" მოძრაობის აქცია გაიმართა. პარტიის წევრები "ევროპულ საქართველოს" საარჩევნო ნომრის მითვისებაში ადანაშაულებენ. ისინი ხელისუფლებისგან რეაგირებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ. პარტია მოძრაობა "თავისუფლებისთვის-ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ საარჩევნო ნომერი ციფრი 2, მათ კანონის სრული დაცვით მიიღეს.

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო ნომერი არის სრულ შესაბამისობაში საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლთან. საქმე იმაშია, რომ კანონის მიხედვით, პირველი, მეორე და მესამე შედეგების მქონე პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს აქვს უფლება გააკეთონ არჩევანი და მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ ნორმას. ის, რომ ერთხელ წილისყრაში მე-2 ნომერი შეხვდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად მათი ნომერია,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

დღის ამბები