08 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
არასამთავრობოები პოლიტიკური პარტიებისთვის არსებულ არაკონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობენ

არასამთავრობო სექტორმა სახელმწიფო აუდიტის სახელმწიფო სამსახურთან, პოლიტიკური პარტიების მიერ ივლისში მიღებული შემოწირულობების მონიტორინგის შედეგებზე, კონსულტაციები დაიწყო.

„ჩვენ, თითქმის, ყველა შემოწირულობასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე ათას ლარს აჭარბებს, უკვე დავიწყეთ შემოწირულობების გადამოწმება, რამდენად ჰქონდა შემომწირველს შესაბამისი მატერიალური რესურსი, ფინანსური ბრუნვა იმისათვის, რომ დავადგინოთ შემოწირულობის წარმომავლობა და გვქონდეს შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ლომჯარიამ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი, გიგი ჩიხლაძე, აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველ პარტიას აქვს მიღებული და ეს საქართველოში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

„ეს ტრადიცია საქართველოში არ არის დარღვეული ჯერჯერობით, თუმცა, ჯერჯერობით საუბარი რაიმე საეჭვო ან უკანონო შემოწირულობებზე, ნაადრევია,“ - აცხადებს გიგი ჩიხლაძე.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, აცხადებს, რომ ქართული ოცნების ლიდერობა შემოწირულობების საკითხში გასაკვირი არ ყოფილა. მისი თქმით, თანხების ასეთი გადანაწილება პარტიებს შორის არსებულ კონკურენტულ გარემოსთან დაკავშირებით, კითხვებს აჩენს.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ ივლისში 1 270 000 ლარის შემოწირულობა მიიღო. 

დღის ამბები