07 მაისი 2024,   16:16
ვრცლად
გაუსაძლისი სიცხეები ევროპაში

გაუსაძლისი სიცხეები გრძელდება ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ჰაერის ტემპერატურა კოსოვოს უმეტეს რეგიონებში 38 გრადუსს აჭარბებს, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

წელს რეკორდულად გაიზარდა სამეციდინო დახმარების მიმართვების რიცხვიც. ექიმების განცხადებით, გაუსაძლისი სიცხეები ყველაზე მეტად მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს აწუხებთ.

მეტეოროლოგების ცნობით, კოსოვოში მსგვასი ამინდი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

დღის ამბები