07 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
ხაშურის კლინიკის თანამშრომლების გაფიცვა - მოქმედ მენეჯმენტს დავალიანების დასაფარად ერთ თვიანი ვადა აქვს

ხაშურის კლინიკის მედპერსონალისთვის დავალიანების გასასტუმრებლად მოქმედ მენეჯმენტს, ალიანს მედ სერვისს, ერთ თვიანი ვადა აქვს. იმ შემთხევაში, თუ საავადმყოფოს მოქმედი მენეჯმენტი 4 თვის შრომის ანაზღაურებას არ გაისტუმრებს, დავა სასამართლოში გაგრძელდება.

ოთხთვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, დღეს ხაშურის საავადმყოფოს მედპერსონალი რამდენიმე საათით გაიფიცა.

ხაშურის საავადმყოფო ორი კვირის წინ კომპანია ევექსმა შეისყიდა, თუმცა 11 სექტემბრამდე კლინიკის მართვაში ისევ ალიანს მედ სერვისი რჩება. მედპერსონალი ეჭვობს, რომ საავადმყოფოში ახალი მესაკუთრის მისვლის შემდეგ, სახელფასო დავალიანებას კომპანია ალიანს მედ სერვისი სრულად არ დაფარავს.

საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც მედპერსონალთან მოლაპარაკება მოქმედმა ხელმღვანელობამ გამართა. საავადმყოფოს თანამშრომლებმა პირობა მიიღეს, რომ ალიანს მედ სერვისი მათ ოთხი თვის ხელფასს ეტაპობრივად გადაუხდის.

საავადმყოფოს თანამშრომლები მოქმედ მენეჯმენტს დავალიანების დასაფარად ვადას 11 სექტემბრამდე აძლევენ. იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ანაზღაურება ამ დრომდე სრულად არ დაიფარება, მედპერსონალი სასამართლოს მიმართავს.

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები