09 მაისი 2024,   06:10
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებს 

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ოპოზიციური პარტიების ლიდერები მმართველ გუნდს, საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებენ. საუბარია "ქართული ოცნების" დაპირებაზე, კონსტიტუციის მხოლოდ კონსენსუსისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მიღების შესახებ.

„პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დაადოს ვეტო იმ პროექტს,. რომელიც მორგებულია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე და ზღუდავს ქვეყანაში დემოკრატიას,“ - აცხადებს „ედპ“-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ოპოზიციისთვის პრინციპულ საკითხად რჩება. პოლიტიკოსების მტკიცებით, ხელისუფლება ერთპარტიულ ცვლილებებს ახორციელებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ კონსტიტუციის პროექტის არსებული ფორმით დამტკიცების შემთხვევაში, ლეგიტიმაცია არ ექნება.

„ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არავის აზრი და ისე მოახერხა კონსტიტუციის მიღება. ისინი იღებენ საბოლოო ვარიანტს, თავიანთ ვარიანტს. მე არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას, იმიტომ, რომ ის ცვლილებები, ის პაკეტი, რაც ჩვენს მიერ შემუშავებული იყო პრეზიდენტთან ერთად, გათვალისწინებული არ იქნა,“ - ამბობს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები