07 მაისი 2024,   15:00
ვრცლად
გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული

გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი პოლიციის შენობასთან იმყოფებიან. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში არა სპეცრაზმი, არამედ პოლიციაა მობილიზებული. 

რამდენიმე საათის წინ მარნეულში 58-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ნაცემია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი. დაშავებულის ინფორმაციით, მას ფიზიკურად „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი გაუსწორდა. დაშავებულმა ახალგაზრდამ პოლიციას მიმართა. ის უწყებაში "ევროპული საქართველოს" წევრებთან ერთად იმყოფებოდა. 

"მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, კოორდინატორი ვარ „ევროპული საქართველოდან“, „ქართული ოცნების“ კანდიდატის გაღიზიანება სწორედ ამან გამოიწვია, მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამის მოყოლას ვაპირებ პოლიციისთვის,“ - განაცხადა მაგიდ ჰუსეინოვმა. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას შეფასებით, პოლიციამ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა დაკითხოს. 

”ქართული ოცნების” წევრი ეკა ბესელია, რომელიც ადგილზე იმყოფება, ამბობს, რომ მმართველი გუნდის ინტერესებში არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება შედის. მისი თქმით, ეჭვი ჩნდება, მარნეულში ძალადობის ფაქტი მოხდა თუ არა. მისი შეფასებით, არავინ ფაქტს არ შესწრებია.

საკუთარი პოზიცია საარჩევნო უბანზე მარნეულის მერობის კანდიდატმა, აჰმედ იმამყულიევმა დააფიქსირა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები