09 მაისი 2024,   05:01
ვრცლად
ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის მისამართით წულუკიანის და შოთა შალელაშვილის განცხადებებს ეხმაურება

იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თეა წულუკიანი სახალხო დამცველის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშს და შენიშვნებს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავს, რომ უჩა ნანუაშვილი „არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი.“

სახალხო დამცველის თემაზე გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმარა და განმარტა, რომ სომბუდსმენის საქმიანობის შეფასება თეა წულუკიანის პრეროგატივაა.

კობახიძისგან განსხვავებით, წულუკიანის განცხადებას კრიტიკულად შეხვდა მმართველი გუნდის წევრი, შოთა შალელაშვილი, რომელმაც მინისტრი აღნიშნული განცხადების გამო გააკრიტიკა.

ამ უკანასკნელზე კი ირაკლი კობახიძემ განარტა, რომ გუნდის წევრებმა განსხვავებული მოსაზრებები ჯერ გუნდის შიგნით უნდა გაარკვიონ.

„მე ვფიქრობ ეს განცხადება არ იყო კორექტული. როდესაც საუბარია გუნდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაზე, მე ვფიქრობ, ეს აზრთა სხვადასხვაობა ჯერ გუნდის შიგნით უნდა გაირკვეს და ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს გარეთ განცხადებები,“ – აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ უჩა ნანუაშვილი ბოლო პერიოდში პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და ვარაუდობს, რომ სახალხო დამცველი თანამდებობის დატოვების შემდეგ, პოლიტიკურ აქტივობას გააგრძელებს.

„სამწუხაროდ, ბოლო ერი წლის განმავლობაში ის იყო გადასული პოლიტიკურ აქტივობაზე. როგორც ჩანს, ის ემზადება პოლიტიკური აქტიურობისთვის მას შემდეგ, რაც აღარ იმუშავებს სახალხო დამცველის პოსტზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები