თეა წულუკიანი მმართველი გუნდის დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა გააკრიტიკა. დეპუტატი ამბობს, რომ ის ემიჯნება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ უჩა ნანუაშვილი უსამართლო სახალხო დამცველია და მას პოლიტიკურად უპასუხისმგებლოს უწოდებს.
„ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია "ქართული ოცნების" არცერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს. [ამ განცხადებას] ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არცერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით. […] ყოველთვის, ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობას და ანგარიშს, ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არცერთი საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით,“ - აღნიშნავს შალელიშვილი.