01 მაისი 2024,   08:27
ვრცლად
ახალ ზელანდიაში უკვე 2018 წელს ზეიმობენ

ახალ ზელანდიაში უკვე 2018 წელია. ახალი წლის დადგომას ქვეყანაში უკვე ზეიმობენ.

2018 წლის პირველივე წამს ოკლენდის "სქაი ტაუერიდან" გრანდიოზული ფოიერვერკი გაუშვეს. 

შთამბეჭდავი სანახაობა 5 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ამ პერიოდში ცათამბჯენიდან 3 ათასზე მეტ ფოიერვერკი გაუშვეს. მათ შენობაზე სპეციალისტები ერთი საათის განმავლობაში ამონტაჟებდნენ, თუმცა საახალწლო სამზადისი ახალ ზელანდიაში 6 თვე მიმდინარეობდა.

ოკლენდის ფოიერვერკი პირველი გრანდიოზული სანახაობაა, რომლითაც მთელს მსოფლიოში ახალი წლის აღნიშვნა იწყება.

ახალ ზელანდიამდე ერთი საათით ადრე 2018 წელი სამოაში, ტონგასა და კირიბატის რესპუბლიკაში დადგა. ზუსტად ორ საათში კი მას ავსტრალიაში იზეიმებენ. ათასობით ადამიანი გრანდიოზული შოუს სანახავად უკვე შეკრებილია სიდნეის ნავსადგურში. 

დღის ამბები