08 მაისი 2024,   15:50
ვრცლად
მკვლელობა კახეთში - 34 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნათესავმა სანადირო თოფი ესროლა

მკვლელობა კახეთში - შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითთან მდებარე მეცხოველეობის ფერმაში მოხდა. 34 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნათესავმა სანადირო თოფიდან გასროლით მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. ის გურჯაანის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახის წევრები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. გურჯაანის სამედიცინო ცენტრში კი ამტკიცებენ, რომ დაჭრილი საოპერაციო ბლოკში მოათავსეს, თუმცა მას სასიცოცხლო მაჩვენებლები აღარ ჰქონდა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში დააკავეს. ორივე მათგანი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ამოღებულია სანადირო თოფი, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები