06 მაისი 2024,   08:44
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" რუსთავში ადგილობრივი რაიონული პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩია

პარტია "ქართულმა ოცნებამ" რუსთავში ადგილობრივი რაიონული პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩია. ასევე დააკომპლექტა საოლქო საარჩევნო კომისიებიც.

რუსთავში დღეს პრემიერ მინისტრთან ერთად, პარტიის გენერალური და აღმასრულებელი მდივნები იმყოფებოდნენ.

რუსთავის შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერები თელავში გაემგზავრნენ. მმართველმა პარტიამ კონფერენციები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. რუსთავში იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძეც. 

„ქალაქ რუსთავში, ქალაქის მერი ბატონი ტაბაღუა იქნა არჩეული. მინდა წარმატებები ვუსურვო, ძალიან საპასუხისმგებლო თემა არის, იყო პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები