02 მაისი 2024,   23:37
ვრცლად
რუსული „НТВ-плюс“ საქართველოში მაუწყებლობას დაიწყებს

რუსული „НТВ-плюс“ საქართველოში მაუწყებლობას დაიწყებს. ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოწინავე რუსული მედია ჰოლდინგის, „გაზპრომ მედიას“ ოპერატორი „НТВ-плюс“,  საქართველოს ფასიანი ტელემაუწყებლობის ბაზარზე გავიდა. ის მაყურებელს 90-ზე მეტ რუსულ და უცხოურ სატელიტურ არხს შესთავაზებს, აქედან 20-ზე მეტი არხი ჰოლდინგ "გაზპრომ-მედიას" წარმოებულია.

„НТВ-плюс“-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოში მაუწყებლობას კომპანია, ბიზნესის გარდა, სოციალურ მისიადაც განიხილავს.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანიამ რეგისტრაცია ორი წლის წინ გაიარა, თუმცა ახლა კი მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრშია აუცილებელი.

დღის ამბები