03 მაისი 2024,   02:32
ვრცლად
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - პრემიერის ინიციატივას სახელმწიფო მინისტრი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნობს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნობს.

ქეთევან ციხელაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის დარეგულირების, ექსპერტებს უკვე წარუდგინა. დღეს კი მინისტრი დეტალებს, სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებს და მინისტრის მოადგილეებს გააცნობს, რომლებიც სამოქმედო გეგმის განხორციელებაში უშუალოდ იქნებიან ჩართული.

„ძალიან ბევრი რამ იმპლემენტაციის ფაზაში არის დასაგეგმი, შესათანხმებელი. ასევე ამ ინიციატივის ნაწილია არაერთი ის სიახლე, რომელშიც სხვადასხვა უწყების ჩართულობაა მოაზრებული, მათ შორის ინფრასტრუქტურულ ნაწილში. ასევე სერვისების ნაწილში,“-აცხადებს ციხელაშვილი.  

გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სხვადასხვა ეკონომიკურ და საგანმანათლებლო შეღავათებს სთავაზობს. ინიციატივის მთავარი მიზანი, ქართველებსა და ოსებს, ასევე აფხაზებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგების პროცესის გააქტიურებაა.

დღის ამბები