17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

მტკვრის მარცხენა სანაპირო გაიხსნა, აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ. მომიტინგეებს ტერიტორია დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. 

ისინი ეტაპობრივად, თამარ მეფის გამზირისკენ ინაცვლებენ. როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, ისინი გმირთა მოედანზე მყოფ დემონსტრანტებს შეუერთდებიან. სწორედ იქ არის პროტესტის მთავარი ლოკაცია. 

დღის ამბები