06 მაისი 2024,   20:15
ვრცლად
ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს - ჯონ მაკკეინი

„ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გამო," -  ეს განცხადება სენატორმა ჯონ მაკკეინმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმებთან დაკავშირებით გააკეთა. 

"ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გამო. ბრიტანელ და ფრანგ მოკავშირეებს მადლობას ვუხდი ამ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. იმისათვის, რომ შორეულ პერსპექტივაში წარმატებას მივაღწიოთ, სირიასთან და მთლიან რეგიონთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი სტრატეგია გვჭირდება,“ - წერს მაკკეინი.

დღეს, გამთენიისას, საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები