06 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
25 წლის ქალის სასტიკი მკვლელობა - ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი სასჯელის რა ზომას გამოიყენებს სასამართლო ბაქრაძის წინააღმდეგ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თაკო გამრეკელაშვილი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა.

პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობას, მოკლულის ოჯახი კი უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქრაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ცნობილია, რომ მსხვერპლის შვილებთან, რომლებიც შემზარავ ფაქტს შეესწრნენ, ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები