06 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
მორიგი უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან - სოფელ ქერედან მამაკაცი გაიტაცეს

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. აკაკი მისირელი ე.წ. მესაზღვრეებმა, საოკუპაციო ხაზთან ახლო მდებარე სოფელ ქერედან წაიყვანეს. როგორც "კურიერს" მისი ოჯახის წევრებმა განუცხადეს, მამაკაცი საქონელს მწყემსავდა და სავარაუდოდ საოკუპაციო ხაზთან არსებულ წყაროზე აიყვანეს, რომელიც ე.წ. სადავო ტერიტორიაზეა.

ოჯახმა მომხდარის შესახებ გვიან ღამით, პოლიციისგან შეიტყო. აკაკი მისირელი მათ ამ დრომდე არ დაკავშირებია. გატაცებული სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. მისირელის ოჯახთან კი გორიც მერი აპირებს ჩასვლას.

გატაცებულის დაბრუნების მიზნით, ინციდენტთა პრევენციის და მათზე რეაგირების კომისიის ფარგლებში არსებული ცხელი ხაზი ამოქმედებულია. ასევე საქმეში ჩართული არიან ევროკავშირის წარმომადგენლები.

დღის ამბები