ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. თავდასხმა ქალაქ ჯალალაბადში სტადიონზე კრიკეტის მატჩის მსვლელობის დროს მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ადგილზე სამი აფეთქების ხმა გაისმა. დაღუპულთა შორის ღონისძიების ორგანიზატორი და ლაგმანის პროვინციის ერთ-ერთი ქალაქის მერის მოადგილეცაა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. მოძრაობა თალიბანმა მომხდართან კავშირი უკვე უარყო.