21 დეკემბერი 2024,   20:16
ვრცლად
"ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში გვქონდეს ევროპული ხარისხის განათლება თუ ჯანდაცვა, ეს ინსტიტუტები დღეს არალეგიტიმურ მთავრობას ემსახურებიან" - თინა ბოკუჩავა EQAR-ის გადაწყვეტილებაზე

"ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა EQAR-ის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში, რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია.

"ჩამოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც აისახება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, განათლების ხარისხზე, ჯანდაცვის ხარისხზე. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში გვქონდეს ევროპული ხარისხის განათლება თუ ჯანდაცვა, ეს ინსტიტუტები დღეს ემსახურებიან არალეგიტიმურ მთავრობას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში, რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. რეესტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღო, თუმცა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია.

დღის ამბები