22 დეკემბერი 2024,   07:15
ვრცლად
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ120 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები