პრინც ჰარისა და მეგან მარკლის დაოჯახების აღსანიშნავად სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები დღეს ლონდონში ბუკინგემის სასახლესთანაც შეიკრიბნენ. ისინი ერთმანეთს ცერემონიის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ.
სამეფო ჯვრისწერა და უინძორის უინძორის ისტორიულ ქუჩებში გასეირნება უკვე დასრულდა.
ამ დროისთვის წყვილმა უინძორის ციხესიმაგრეში გადაინაცვლა, სადაც საზეიმო მიღება იმართება.
ბუკინგემის სასახლესთან სამეფო წყვილის გულშემატკივრები იმყოფებიან. სასახლის წინ შეკრებილები ჯვრისწერის ცერემონიასა და მეგან მარკლის კაბაზე საუბრობენ. მათ უმრავლესობას მეგანის სადა კაბა მოეწონა.
პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი 2018 წლის ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელსაც, დაახლოებით, მილიარდამდე ადამიანმა უყურა.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი