24 დეკემბერი 2024,   07:43
ვრცლად
სოფიო კილაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის ოჯახს შეხვედრას სთავაზობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის ოჯახს შეხვედრას სთავაზობს. "ქართული ოცნების" დეპუტატი გუშინ, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა, რომელიც მოკლული მოზარდის მამის ორგანიზებით გაიმართა. 

სოფიო კილაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი მზად არის ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს. 

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე პროკურატურას საქმის არაობიექტურ გამოძიებაში, უწყების ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს კი მტკიცებულებების დაფარვაში ადანაშაულებს. 

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პროკურატურა დამნაშავეებს ხელს აფარებს. ის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. 
 

დღის ამბები