03 მაისი 2024,   08:34
ვრცლად
მცირეწლოვნის მძევლად აყვანა - ზუგდიდის სასამართლოში დაკავებული ცოლ-ქმრის პროცესი გაიმართება

ზუგდიდის სასამართლო ბავშვის მძევლად აყვანის ბრალდებით ზუგდიდში დაკავებული ცოლ-ქმარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

საგამოძიებო ორგანომ დაკავებულებს ბრალი გუშინ წაუყენა.

პროკურატურა ცოლ-ქმარს ბავშვის გაუფრთხილებლად მძევლად აყვანას ედავება, თუმცა ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და აცხადებენ, რომ მათ ბავშვი ავადმყოფი ბაბუის ნებართვით წაიყვანეს.

დღის ამბები