19 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა კარავში კონსულტაციით ვერ გადაწყდება, ეს კონსულტაცია გაგრძელდება - ოთარ კახიძე

"რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, ეს კარავში კონსულტაციით ვერ გადაწყდება, ეს კონსულტაცია გაგრძელდება. ჩვენ ვიმსჯელებთ როგორც პარტიაში, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ, კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტის წინ მდგარ კარავში ზაზა სარალიძესთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზვიად კუპრავასთან ერთად კონსულტაციებს მართავდა.

„ჩვენ აქციაზე ვიქნებით ხვალ ისევე, როგორც ვიყავით ყველა აქციაზე. უფრო კონკრეტულ თანამშრომლობის სახეს რაც შეეხება, კონსულტაციები გაგრძელდება,“ - განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, ხვალ 18:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე მივა, თუმცა ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილებას ევროპული საქართველო კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

ევროპული საქართველო მოვედით ბატონი ზაზა სარალიძეს მოწოდების შემდეგ, აქციის დაწყებიდან დღიდან თანადგომას ვუცხადებთ მას. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები  გვაქვს, ასევე ძალაში რჩება და ვეთანხმებით მთავრობის დათხოვნის შესახებ მოთხოვნას,“ - აღნიშნა კახიძემ.

დღის ამბები