15 ოქტომბერი 2024,   13:42
ვრცლად
ტატუნაშვილის წამების საქმე - ციხელაშვილი საკითხის განხილვას ერგნეთის შეხვედრაზე აპირებს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე არსებული სხვადსხვა სიმძიმის დაზიანებები ადასტურებს, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში სასტიკად აწამეს - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს.

ციხელაშვილის თქმით, ტატუნაშვილის საქმე იქნება ერთ-ერთი თემა, რომელსაც ერგნეთის მოლაპარაკებებზე დააყენებენ.

"100-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება ცხედარს, რაც უკვე ადასტურებს იმას, რომ ტატუნაშვილის მიმართ იქნა გამოყენებულია მიზანმიმართულად ძალა  მის მიმართ ჰქონდა ადგილი არაადამიანურ მოპყრობას და ეს გამოძიებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი

ხვალ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში მთავარი თემა  იქნება ტატუნაშვილის საქმე,"- აცხადებს ციხელაშვილი.

შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეების გატაცებებზეც იმსჯელებენ.

დღის ამბები