15 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სანქციების სია - 33 პირი, საიდანაც 5 სავარაუდოდ გარდაცვლილია

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სანქციების 33 კაციანი სიიდან, „კურიერის“ ინფორმაციით, 5 დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. მათ შორის ოთარ ტურნანბა, ეკა ახალია, ვახტანგ უბირია, ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი და ალიკა წაბრია.

საქართველოს მთავრობა 4 თვის განმავლობაში იმ სიაზე მუშაობდა, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო, სანქციების დაწესებას ითხოვს.

გალის რაიონის მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურნანბას გარდაცვალება 2006 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა. სოფელ ჭუბურხინჯში, ტურნანბას მანქანის აფეთქების კადრები „კურიერის“ არქივშიც ინახება, ტურნანბას გარდაცვალებას მაშინ სერგეი შამბაც ადასტურებდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა სიკვდილის რამდენიმე დადასტურებული ფაქტის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ისინი, მაინც ცოცხლების სიაში შეიყვანა და დასავლეთს მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვს. ხელისუფლებას დღეს თავის მართლება მოუწია და ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილების სიაში შეყვანა შეცდომა არ იყო.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რომელზეც სამი სამინისტრო 4 თვის განმავლობაში მუშაობდა, კიდევ 28 ადამიანია, თუმცა მათ შორის რუსეთის არც ერთი მოქალაქე და არც ერთი მაღალჩინოსანი.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესული ორი ქალიდან, ერთი სნაიპერი როზა მირცხულავა ახლა სოჭში ცხოვრობს. სამხედრო საქმიანობას აგრძელებს ვლადიმერ ანუა. ექსპერტების თქმით, აუცილებელია სიაში იმ მაღალჩინოსნების შეყვანა ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ადამიანების რომლებსაც ევროპაში ანგარიშებიც აქვთ და კერძო ქონებაც.

ვიდრე პარლამენტში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე დაიწყება განხილვა, ოპოზიცია საკუთარ შემადგენლობას ადგენს.

საქართველოს მთავრობა დასავლეთს სანქციების დაწესებას სთხოვს,

დღის ამბები